სადამრიგებლო
I - სემესტრი.
ქვედა ბზუბზუს
დაწყებითი II-IV კლასები.
2018 წელი
II-IV კლასებში ირიცხება 4 მოსწავლე. ერთნაირი შესაძლებლობის,
წარმატებული მოსწავლეები არიან. წელს მონაწილეობა მიიღეს ევერესტის ოლიმპიადაზე, ოქროს
ტურზე. ტრენინგებიდან მიღებულ გამოცდილებას ვიყენებ გაკვეთილებზე, გაკვეთილებიც ერთმანეთისაგან
განსხვავებულია და საინტერესო, მოსწავლეთა აქტიურობიდან გამომდინარე. მოსწავლეებთან
შემაქვს სადიაგნოსტიკო ტესტები მათემატიკაში, ქართულში ტექსტის გააზრებასთან დაკავშირებული
ტესტები, რომლებიც ეხმარება მოსწავლეებს დაკვირვების უნარის, ლოგიკური მსჯელობის, გააზრებასა
და საკუთარი შესაძლებლობების დადგენაში. დავიწყეთ პროექტგაკვეთილებზე მუშაობა:,,საქართველოს
ისტორიული ძეგლები და მემკვიდრეობა“. მოსწავლეები
ინტერნეტით იძიებენ ინფორმაციებს საქართველოს სხვადასხვა კუთხის ძეგლების
შესახებ დაუსწრებლად ეცნობიან მათ. აკეთებენ
პრეზენტაციას როგორც კლასში გამოსაფენად, ასევე ელექტრონულ ვერსიას pover point.-ში. ასევე დაწყებული
გვაქვს პროექტგაკვეთილი თემაზე ,,მეორადი მოხმარების
ნარჩენი“. მოსწავლეები აგროვებენ მაკულატურას და
პროექტის ბოლოს ვაპირებთ ქაღალდის გადამამუშავებელ
ქარხანაში სტუმრობას.
ჩავატარეთ
ღია გაკვეთილი ქართულ ენაში, ინგლისურში. მოსწავლეებმა თემასთან დაკავშირებით გააკეთეს
გასვლა ,,ეთნოგრაფიულ მუზეუმში“. სპორტის გაკვეთილზე
ჩატარდა შეჯიბრება ,,მხიარული სტარტები“. მივიღეთ მონაწილეობა თემის გახსნასთან დაკავშირებულ
საშობაო ღონისძიებაში. მოსწავლეები მაყურებლის წინაშე წარსდგნენ მისალოცი სიტყვებით,
სიმღერითა და ცეკვით.
მეტი დრო
მინდა დავუთმო ლექსიკური მარაგის გამდიდრებას, კალიგრაფიის დახვეწას, თავისუფალი თემების
წერას.
კლასის დამრ: გ.დიასამიძე
სადამრიგებლო მეორე სემესტრი. 2019წელი.
მეორე სემესტრის განმავლობაში ვატარებდი კლასთან შეხვედრებს, დიალოგებს, კლასის საათებსა და აღმრზდელობით საათებს დაგეგმილ თემებზე. მქონდა შეხვედრები ინდივიდუალურ საკითხებზე როგორც მოსწავლეებთან, ასევე მშობლებთან. ვთანამშრომლობდი მასწავლებლებთან, რომლებიც შედიოდნენ ამ კლასში და ვიღებდი ინფორმაციას როგორც დისციპლინის, ასევე აკადემიური მოსწრების შესახებ.
ქართული ენა. მოსწავლეები მუშაობდნენ ტექსტის გააზრებაზე, გრამატიკულ საკითხებზე. სავარჯიშოებს ვარჩევდი ე ს გ ნორმების შესაბამისად. მოსწავლეებმა შეძლეს პატარ-პატერა ტექსტების, ჩანახატების წერა სხვადასხვა თემებზე. დავასრულეთ დაწყებული პროექტი ,,საქართველოს ისტორიული ძეგლები და მემკვიდრეობა". აგრეთვე დავასრულეთ პროექტი ,,მეორადი მოხმარების ნარჩენები", რაზეც დიდი ინტერესითა და პასუხისმგებლობით მუშაობდნენ მოსწავლეები. გაკვეთილის თემიდან გამომდინარე გაჩნდა ინტერესი გაგვეკეთა პროექტი ,,ფიტოთერაპია" კლასთან ერთად შევიმუშავეთ პროექტის გეგმა. მოსწავლეებმა გეგმის მიხედვით დამოუკიდებლად შეაგროვეს ინფორმაციები, ერთად განიხილეს კლასში და პროექტის ბოლოს გამოუშვეს კედლის გაზეთი და გააკეთეს პრეზენტაცია pover.point-ში. 14 აპრილისათვის დედა ენის დღესთან დაკავშირებით მოსწავლეებმა შეაგროვეს ინფორმაცია და გამოსცეს კედლის გაზეთი ,,14 აპრილი დედაენის დღეა". დედამიწის დღესთან დაკავშირებით 22 აპრილს ვისაუბრეთ დედამიწის დასუფთავებასთან დაკავშირებით. მოსწავლეებმა სკოლის ეზო და მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს. გამოუშვეს კედლის გაზეთი ,,დედამიწის დღე". 14 ივნისს ჩავატარეთ ღონისძიება ,,გამოთხოვება მეოთხე კლასთან". პროექტებით მუშაობამ ხელი შეუწყო მოსწავლეებს ინფორმაციის დამოიკიდებლად მოძიების, დახარისხების და ანალიზის გაკეთებას. აგრეთვე კვლევა-ძიების, კრიტიკული, შემოქმედებითი აზროვნების უნარების განვითარებას.
მათემატიკა. სახელმძღვანელო გვაძლევდა საშუალებას, რათა მოსწავლეს შეძლებოდა ყურადღების მობილიზება, წინარე ცოდნის გააქტიურება, მასალის მთლიანობაში გააზრება, კრიტიკული აზროვნება, კითხვის დასმის და წერითი უნარ-ჩვევების განვითარება, ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობის უნარების განვითარება, მოტივაციის ამაღლება. მრავალფეროვანი ამოცანები-პროექტები, ტესტები, მათემატიკური თამაში, მათემატიკური ვიქტორინა და მათემატიკური შეჯიბრების ჩატარება. ყოველი თემის ბოლოს ვატარებდით ცოდნის განმტკიცებისათვის დამატებითი ამოცანები გამეორებისათვის და შემაჯამებელ მეცადინეობას.
ბუნება. თემასთან დაკავშირებით, მოტივაციის ამაღლების მიზნით შემქონდა ვიდეოები, მოსწავლეს შეძლებოდა თვალნათლივ დაენახა როგორი საინტერესოა ბუნება და აღარ გაძნელებოდა ამ თემაზე მუშაობა. მეორე, თემებზე დათმობილი იყო საკმაო დრო, რათა მოსწავლეებს სიღრმისეულად შეესწავლათ თემა. დამატებით ვსარგებლობდით ინტერნეტითა და ბიბლიოთეკით, რაც საშუალებას აძლევდა მოსწავლეს შეიმეცნოს გარემომცველი სამყარო, გამოიმუშაოს ინფორმაციის დამოუკიდებლად მოპოვებისა და გააზრების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება-განვითარებისა და ახალი ცოდნის და ჩვევების დამოუკიდებლად შეძენის უნარი, შეძლოს საკუთარი შესაძლებლობების და სულიერი მიდრეკილებების ადეკვატურად განსწაზღვრა. ცოდნის შემოწმებისა და შეფასების მიზნით ვაკეთებდი როგორც თემის, ისე თავის შესაბამის ტესტებს. თითოეული თავის ბოლოს მოსწავლეები აჯამებდნენ, ამოკრეფდნენ მნიშვნელოვან საკითხებს და აკეთებდნენ კედლის გაზეთს. ჩავატარეთ ღია გაკვეთილი ,,ბუნებრივი რესურსების მნიშვნელობა".
სპორტი. გაკვეთილზე პერიოდულად შეჰქონდა მასწავლებელს თამაშებები შესაბამისი ინვენტარის გამოყენებით. ეს მრავალფეროვანს და სახალისოს ხდიდა გაკვეთილს. მოსწავლეს უვითარდებოდა როგორც მსხვილი, ისე წვრილი მოტორიკა.ჩაატარეს შიდა სპორტული შეჯიბრება.
მე და საზოგადოება. საგანს აქვს სხვადასხვა მიმართულებები, რომლებზეს აქტიურად მუშაობდნენ მოსწავლეები. მასწავლებელი შესაბამისად გეგმავს სტრატეგიებსა და აქტივობებს, რათა ხელი შეუწყოს მოსწავლეს, განვითარდეს ღირსების, პასუხისმგებლობისა და დადებითი თვითშეფასების მქონე, ზნეობრივი პრინციპების მიმდევარ , ზრდილობიან პიროვნებად, რომელსაც ექნება თვითკონტროლისა და საკუთარი თავის გამოხატვის უნარი.
ინგლისური ენა. მასწავლებელი ხშირად მიმართავდა დიფერენცირებულ სწავლებას. მოსწავლეთა შესაძლებლობებიდან გამომდინარე ადგენდა სხვადასხვა დონის სავარჯიშოებს. ახალი მასალის ახსნისას იყენებდა აუდიო მასალას. ინდივიდუალურად მუშაობდა სუსტ მოსწავლეებთან, რადგან ახალი მასალა არ ყოფილიყო გაუგებარი, მოსწავლეს შეძლებოდა ახალი ტერმინებისა და სიტყვების გამოყენება როგორც კითხვისას, ისე წერის დროს.
No comments:
Post a Comment