მოსწავლეთა ნამუშევრები


ნამუშევარი შესწორებების გარეშე



მეოთხე კლასი.  ანანო ბოლქვაძე.

თოვლი ჩემს ეზოში
შენ თეთრი და ფუმფულა ხარ. მე ძალიან მომწონხარ.ჩემს ეზოში ისე ლამაზად ხარ დაფენილი, შენი ყურებით ვერ გელევი. შენით ვთამაშობ, ვხალისობ. თოვლი მე ძალიან მიყვარს და თან ჩემს ეზოში. მე თეთრი ფერიც ძალიან მიყვარს. მე შენ ძალიან მომწონხარ,  საყვარელო და ფუმფულავ.





ია


მეოთხე კლასი. ანანო ბოლქვაძე



     
      ერთი ია ამოსულიყო ერთ ბუჩქთან, პატარა, უსუსური. ერთი-ორი დღის მერე იისფერი გვირილები გაიშალა. გაზაფხული გვახარა სურნელოვანმა ნაზმა იამ.
     ერთი რამ აწუხებდა იას,  მეგობრები არ ჰყავდა ახლოს, ამიტომ მოწყენილი იყო. როცა მოიწყენდა იისფერ გვირგვინებს შეკუმშავდა, ყოველთვის ისე ჰქონდა და სულ მოწყენილი იყო.
    ერთ დღეს დიდმა ქარმა დაუბერა და დავინახე როგორ წააქცია ია. ვაყენებდი მაგრამ მაინც იქცეოდა. მალევე მზე გამოვიდა და ისიც ფეხზე წამოდგა.შემდეგ დაცხა და წყალი დავუსხი. გავმხიარულდი, რადგან გაშალა გვირგვინები.  უფრო და უფრო ლამაზდებოდა, მაგრამ მაინც მოწყენილი იყო, მე ამას ვგრძნობდი. მაგრამ ვერაფრით ვეხმარებოდი, მას ყველაფერს ვუყვებოდი ჩემს დარდს, სევდას, რა გამიხარდა, რა მაჩუქეს იმასაც დავანახებდი ხოლმე.. მაგრამ მაინც მოწყენილი იყო.თითქოს ჩემი სიხარული სულაც არ ანაღვლებდა.
      ერთ დილას ვნახე რომ  მეორე ია ამოსულიყო მის გვერდით.  შევატყვე რომ უხაროდა გვირგვინები გაეშალა, მეც ბედნიერი ვიყავი, რომ ორივენი ერთად იყვნენ. ყოველთვის იცავდნენ ერთმანეთს. მე ეს ძალიან მომწონდა და ყოველთვის ვუყურებდი როგორ ეალერსებოდნენ ერთმანეთს. მე კი ჩემს თოჯინებს ვეალერსებოდი.
იათი ია ამოსულიყო

ლეკვი
მეორე კლასი. ამირან ღოღობერიძე

     



     ერთ დღეს ჩემმა პატრონმა გამიშვა. დავრბოდი ეზოში და ვათვალიერებდი ყველა კუთხე-კუნჭულს. შევნიშნე რაღაც ცხოველი და ვთქვი გავეკიდები და შევჭამ-მეთქი. ასეც მოვიქეცი, გავეკიდე, მაგრამ პატრონმა დამინახა და ამ საქციელის გამო დამსაჯა. შემდეგ რომ გამიშვა დავინახე რომ მათ ჩემი პატრონი აჭმევდა.მივხვდი, რომ ისინიც ჩემი ეზოს ბინადრები იყვნენ. შინაური ფრინველები ყოფილან და ამის შემდეგ ასე აღარ მოვქცეულვარ.



კატა
მეოთხე კლასი. ირაკლი გოგიტიძე




         კატა მხიარული და სხარტი ცხოველია. მას ჩემი მოფერება ძალიან უყვარს. უყვარს ბურთით თამაში. როცა ბებია, დედიკო ან ბიძა უყვირის მე არ მომწონს და მას ვიცავ. ჩემ ძმობილ კატას კრუზო ჰქვია. როცა ის კარებთან დგას და უცდის სხვა როდის გააღებს კარებს, რომ მანაც გავიდეს, ან შიგნით შემოვიდეს. ამ დროს კარებს ვუღებ. ერთი ცუდი ჩვევა აქვს, მას ყოველთვის შია და ხშირად მაგიდაზე ახტება ხოლმე. ამ დროს ვუჯავრდები და ვეუბნები მასეთი საქციელი არ შეგეფერება-მეთქი. მიმყავს თავის თეფშთან და იქ  ვუდებ საჭმელს. ჩვენ მეგობრები ვართ და იმედი მაქვს დამიჯერებს და მალე გადაეჩვევა. ის მე ძალიან მართობს და მიყვარს. ის ჩემთვის ძალიან კარგი კატაა.


ნაძვი
მეოთხე კლასი. გიგა თავდგირიძე



      ერთ ხევში მაღალი ნაძვი ამოსულიყო, ისე ლამაზი, რომ თვალებს მოგჭრიდა. ხე თანდათან გაიზარდა და გამსხვილდა. როცა ქარი დაუბერავდა ხე ისე შეირხეოდა თითქოსდა ცეკვავსო. ერთხელ მასზე ჩიტები დაბინავდნენ. ეს დაინახეს მონადირეებმა მივიდნენ და ესროლეს, მაგრამ ჩიტებს ასცდა და ხეს მოხვდა. ხე სულ დაიჩხვლიტა და ხვრელები გაუჩნდა. მასში ბავშვებმა მიწა ჩაყარეს და იის თესლი ჩადეს. რამოდენიმე დღის შემდეგ ია ამოვიდა. იები ისე დაშვენდა ხეს, თითქოსდა ბანტი მიაბესო. იმ იებთან ხშირად მოდიოდნენ ბავშვები და წყალს უსხამდნენ. უცხოელებმაც შენიშნეს ეს სილამაზე და ფოტოებს უღებდნენ. დაზამთრდა. გათოვლდა. ნაძვსაც გაუხარდა თოვლის მოსვლა  და ცდილობდა დაეჭირა თითოეული ფიფქი და დაესვა თითოეულ წიწვზე. ამ საქმიანობამ გაახალისა და გაამხიარულა ნაძვი.  ბოლოს, ნაძვი ვეღარ იტევდა ფიფქებს ტოტებზე, სულ  დაიფარა. ახლა კი ნაძვი თეთრ ფერიასავით გამოიყურებოდა ისეთი ლამაზი იყო.



No comments:

Post a Comment