გაკვეთილის გეგმა ბუნებისმეტყველებაში: ბუნებრივი რესურსების მნიშვნელობა.


ბუნებრივი რესურსები
მასწავლებელი: გუგული დიასამიძე
საგანი: ბუნება
კლასი IV
 თემა: ბუნებრივი რესურსები
დრო: 45 წთ.
მოსწავლეთა პროფილი: 3. სსსმ მოსწავლე არ გვყავს.
მიზნები: მოსწავლეები გაეცნობიან ბუნებრივი რესურსების მნიშვნელობას, დაჯგუფებას, მათ განაწილებას დედამიწაზე.  საფრთხეებს, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს რესურსების ამოწურვამ.
შედეგი: მოსწავლეები შეძლებენ ბუნებრივი რესურსების დასახელებას, დაჯგუფებას, დახასიათებას განახლებადია თუ ამოწურვადი. გამოაქვთ დასკვნები: რა ზიანი შეიძლება მოჰყვეს რესურსის უდიერად გამოყენებას. გაეცნობიან საქართველოში არსებულ რესურსებს.
ე ს გ:ბუნ.IV.1. მოსწავლემ უნდა შეძლოს პრაქტიკულ აქტივობებში მონაწილეობა და ელემენტალური კვლევითი უნარ-ჩვევების დემონსტრირება.
·         მარტივი საბუნებისმეტყველო ტერმინების გამოყენებით აყალიბებს კითხვებზე პასუხებს საკუთარი დაკვირვებისა და მოსაზრებების საფუძველზე;
·         ადარებს ერთმანეთს საკუთარი და თანაკლასელთა დაკვირვების შედეგებს;
·         წარუდგენს მიღებულ შედეგებსა და დასკვნებს თანაკლასელებს კომუნიკაციის სხვადასხვა  ფორმით (მაგ.,ზეპირი მეტყველების, წერითი მეტყველების, ისტ-ის საშუალებით.
წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები. ცნობს და ასახელებს ნივთებსა და მასალას. წიგნთან დამოუკიდებელი მუშაობის უნარ-ჩვევები. რუკის წაკითხვა.
სასწავლო მასალა და რესურსი: დაფა, ცარცი, კალამი, რვეული, ბარათები, რომელშიც ჩამოთვლილია ბუნებრივი რესურსები, ტექსტები ბუნებრივი რესურსებზე: წყალი, მიწა, ტყე.
შეფასება: შეფასების რუბრიკა, განმავითარებელი.
აქტივობა 1. მიზნების გაცნობა. მოსწავლეებში მოტივაციის გამოწვევა.
აქტივობის მიზანი: წინარე ცოდნის გააქტიურება.
აქტივობის მსვლელობა: მოსწავლეები გაიხსენებენ საყოფაცხოვრებო ნივთებს, რომელსაც გამოიყენებენ ოჯახში. მსჯელობენ  რა მასალისაგანაა დამზადებული. 
რისგან ამზადებენ კოვზსა და ჩანგალს? ქვაბებს?
კიდევ რას ამზადებენ ლითონისაგან?
სად მოიპოვება  მარილი?
როგორ მიიღება სუფთა მარილი?
გათბობის რა საშუალებები იცით?
სად მოიპოვება ის?
აქტივობა 2. მინი ლექცია:  
აქტივობის მიზანი: ბუნებრივი რესურსების გაცნობა და მათი განლაგება ბუნებაში.
აქტივობის მსვლელობა: მასწავლებელი საუბრობს: რა არის რესურსი? რომელი ბუნებრივი რესურსები არსებობს, როგორ არის რესურსები განაწილებული ბუნებაში?  რა უნდა გააკეთონ ქვეყნებმა იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყვნენ სხვადასხვა ბუნებრივი რესურსით?
თამაში: თითოეული მოსწავლე წარმოადგენს ქვეყანას თავისი სურვილისამებრ.  შემდეგ უნდა აიღოს 3 ბარათი, რომელზეც რესურსი წერია. თითოეული წაიკითხავს ბარათზე დაწერილ რესურსს. პირობითად რომელ რესურს წაიკითხავს მოსწავლე იმ რესურსის მფლობელია ქვეყანა. მაგრამ მას სჭირდება კიდევ სხვა რესურსები ქვეყნის განვითარებისთვის.
  დისკუსია: რა უნდა გააკეთოს ქვეყანამ იმისათვის, რომ შეავსოს და უზრუნველყოს თავისი ქვეყანა საჭირო ბუნებრივი რესურსებით? გამოაქვთ დასკვნები და მნიშვნელოვან სიტყვებს მასწავლებელი წერს დაფაზე.

აქტივობა 2. პრაქტიკული სამუშაო. უნდა განმარტონ რას ნიშნავს განახლებადი და ამოწურვადი რესურსი. ჩამოთვლილი რესურსები უნდა დააჯგუფონ  განახლებადი და ამოწურვადი რესურსების მიხედვით.
აქტივობის მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ რესურსების დაჯგუფებას.
აქტივობის მსვლელობა: მასწავლებელი დაფაზე აკრავს ბუნებრივი რესურსების ჩამონათვალს. ნიმუშად მასწავლებელი ერთს განიხილავს. შემდეგ მოსწავლეები მუშაობენ დამოუკიდებლად. მოსწავლეები მსჯელობენ თითოეულ მათგანზე: როგორ მოიხმარს ადამიანი, მის მუდმივად გამოყენებას რა შეიძლება მოყვეს? შესაძლებელია თუ არა მისი განახლება? როგორ? შესაძლებელია მისი რაციონალურად, ეკონომიურად გამოყენება? გამოაქვთ დასკვნები და  ავსებენ ცხრილს აღდგენად და აღუდგენელ რესურსებად. შემდეგ ერთმანეთს უცვლიან ნამუშევრებს და ადარებენ თავისას. ბოლოს მასწავლებელი აჯამებს ნამუშევრებს, ცვლილებების შემთხვევაში მსჯელობენ რატომ მოათავსეს ეს რესურსი ამ ჯგუფში.
აქტივობა 3. დამოუკიდებელი მუშაობა. მოსწავლეები   ინდივიდუალურად მუშაობენ ტექსტზე.
აქტივობის მიზანი: მოსწავლემ უნდა შეძლოს ტექსტიდან საჭირო ინფორმაციის ამოკრება და ცხრილის შევსება.
აქტივობის მსვლელობა: მოსწავლეებს ურიგდებათ ტექსტები. ტექსტის მიხედვით უნდა დაახასიათოს რესურსი: რომელ ჯგუფს მიეკუთვნება დასახელებული რესურსი, განმარტავს რატომ მიაკუთვნა ამ ჯგუფს. მის გამოლევას რა საფრთხეები მოყვება, როგორ უნდა მოხდეს მისი განახლება? აკეთებენ პრეზენტაციას.
აქტივობა 4. მუშაობა მთელ კლასთან. დებატები: საქართველოს რესურსები.
აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა გაარკვიონ, რომელი რესურსია ადგილობრივი, რომელია შემოტანილი?
აქტივობის მსვლელობა:  ჩამოთვლიან რა რესურს მოიხმარენ  ოჯახში. რესურსი ადგილობრივია თუ შემოტანილი. ჩამოთვლიან საქართველოს ბუნებრივ რესურსებს. 
რეფლექსია. რა გავიგეთ რესურსების შესახებ? როგორ უნდა გამოვიყენოთ რესურსი?
შეფასება. განმავითარებელი, თვითშეფასება, ურთიერთშეფასება.
იყავი თუ არა აქტიური?
რა მოგეწონა შენში? რა დაგეხმარა შედეგზე გასასვლელად? რას გააუმჯობესებდი?
შენი აზრით ვინ იყო აქტიური  გაკვეთილზე? ვისი პასუხები მოგეწონა მეტად?
დავალება: მოიფიქრეთ ლოგო, გავუფრთხილდეთ ბუნებას. მოიძიეთ ინფორმაცია ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება.

შეფასების რუბრიკა
აქტივობები
სუსტი
საშუალო
კარგი
პრეზენტაციის წარდგენა
ვერ საუბრობს მნიშვნელოვან თემაზე.
საუბრობს, მაგრამ არასრულყოფილად.
საუბრობს და მსჯელობს მნიშვნელოვანი თემის შესახებ.
აქტიურობა გაკვეთილზე
ვერ ახერხებს გაკვეთილზე ჩართვას
ნაწილობრივ ახერხებს აქტივობებში ჩართვას
სრულყოფილად გამოსდის აქტივობებზე მუშაობა.
კრიტიკული აზროვნება
ვერ ახერხებს მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დამყარებას.
ნაწილობრივ ახერხებს მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დამყარებას.
სრულად ახერხებს მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დამყარებას.
დამოუკიდებელი მუშაობა.
ვერ ახერხებს ტექსტიდან მნიშვნელოვანი ინფორმაციის ამოკრებას.
ნაწილობრივ ახერხებს ტექსტიდან ინფორმაციის ამოკრებას.
სრულად ახერხებს ტექსტიდან მნიშვნელოვანი ინფორმაციის ამოკრებას.





გუგული დიასამიძის რეფლექსია ,,ბუნებრივი რესურსების მნიშვნელობა“


2019 წლის 10 მაისს ჩავატარე IV კლასში საჩვენებელი გაკვეთილი ბუნებისმცოდნეობაში. გაკვეთილის თემა იყო ,,ბუნებრივი რესურსების მნიშვნელობა“. გაკვეთილლის მიზანი იყო მოსწავლეები გაცნობოდნენ ბუნებრივ რესურსებს, მათ განაწილებას დედამიწაზე. რუკის მიხედვით დაადგინონ რა რესურსი მოიპოვება საქართველოში და ყველაზე მეტად რომელი რეგიონი გამოირჩევა რესურსების მრავალფეროვნებით.
     გაკვეთილის დასაწყისში მოსწავლეებს გავაცანი მიზანი და შეფასების რუბრიკა, ასევე შევახსენე ქცევის წესები: როლური თამაშის დროს რამდენად მოაზროვნენი და დამაჯერებლები იქნებოდნენ.
  პირველი აქტივობის მიზანი იყო  წინარე ცოდნის გააქტიურება, მოტივაციის ამაღლება. გონებრივი იერიშის გამოყენებით მოსწავლეებმა დაასახელეს საოჯახო ნივთები და შეძლებისდაგვარად გამოკვეთეს თუ რა მასალისაგან არის დამზადებული. რესურსი გამოყენების მიხედვით ჯგუფებად დაეყოთ. ამ აქტივობით მოსწავლეებს შევუქმენი მოლოდინი ახალ თემასთან რათა , მოსწავლეებს შეძლებოდათ  დაეკავშირებინათ  განვლილი  თემა  ახალ მასალასთან .
მეორე აქტივობის მიზანი იყო  გაცნობოდნენ მოსწავლეები ბუნებრივი რესურსების მნიშვნელობას ყოველდღიურ ცხოვრებაში. როგორ არის ბუნებრივი რესურსები განაწილებული დედამიწაზე. როგორი სახით გვხვდება ბუნებაში, როგორ მოიპოვებენ, როგორ ამუშვებენ და ჩვენამდე როგორ მოდის სუფთა სახით. მოსწავლეები მინი ლექციით ღებულობენ ინფორმაციას ბუნებრივი რესურსების შესახებ.
მესამე აქტივობის მიზანი იყო  როლური თამაში. მოსწავლეებს  მსჯელობის საფუძველზე უნდა დაედგინათ როგორ შეძლოს ქვეყანამ საჭირო რესურსით  შევსება. ამ აქტივობით მოსწავლეებს განუვითარდათ ინფორმაციის  დამოუკიდებლად დამუშავებისა  და საკუთარი აზრის  გამოხატვის უნარი თემის ირგვლივ.
მეოთხე აქტივობის მიზანი  იყო    ტექსტებიდან  მნიშვნელოვანი ინფორმაციის ამოკრება, დახარისხება. ამ კონკრეტული აქტივობით მოსწავლეებმა შეძლეს სხვადასხვა  ინფორმაციის  ჯიქსოუს მეთოდით დამუშავება ( წყალი, ქვანახშირი, მიწა.)  და წარდგენა , გაზიარება გაცვლა.  ამ აქტივობით მოსწავლეები იყვნენ აქტიური მსმენელები რითაც გამოუმუშავდათ ტექსტის ირგვლივ კითხვების დასმის უნარი.
მეხუთე აქტივობის მიზანი იყო  საუბარი საფრთხეებზე, რომელიც შეიძლება მოყვეს რესურსიის ამოწურვას. გამოთქვეს თავიანთი ვარაუდები თუ რა შედეგი  (საფრთხეები) მოყვება რესურსის ამოწურვას.  ამ აქტივობით მოსწავლეებს უვითარდება ანალიზის  უნარი.
მეექვსე აქტივობის მიზანი იყო  მოსწავლეებს შეძლებოდათ რუკაზე მუშაობა. რუკის დახმარებით მოსწავლეები ადგენენ რომელი რესურსები მოიპოვება საქართველოში და ყველაზე მეტად რომელი რეგიონი არის მრავალფეროვანი რესურსით მდიდარი. ამ აქტივობით მოსწავლეებს განუვითარდათ რუკაზე  დამოუკიდებელი მუშაობის უნარ-ჩვევები.
მეშვედე აქტივობის მიზანი იყო  წაკითხული ტექსტის შეჯამება შეფასება. ამ აქტივობით  მოსწავლეებს განუვითარდათ ტექსტის გაანალიზების უნარი, ასევე  მოსწავლეებმა მოახდინეს ინფორმაციების შეჯამება, რის საფუძველზეც მოხდა გაკვეთილის შეფასება და მთავარი მიზნის მიღწევა.

გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები შევაფასე  განმავითარებელი და განმსაზღვრელი  შეფასების  რუბრიკებით.  რომელიც გამზადებული მქონდა დიდ თაბახის ფურცელზე მოსწავლეებმა მოახდინეს საკუთარი თავის შეფასება, რამაც გამოიწვია ობიექტური შეფასების განცდა.
ასევე კარგი იქნებოდა გამეთვალა დრო, იმიტომ რომ გაკვეთილის ბოლოს მივიღე 2-3 წთ ცდომილება, ასევე ვფიქრობ მოსწავლეები დავაჩქარე პრეზენტაციის მუშაობის პროცეში.  მომავალში გაკვეთილის დაგეგმვისას  შევეცდები მეტი ყურადღება დავუთმო დროის მენეჯმენტს და გაკვეთილის მსვლელობისას გავითვალისწინო, ასევე თითოეული აქტივობა დროში გამოვცადო. ხშირად ვიმუშაო პრეზენტაციების მეთოდებით, რათა მოსწავლეებში გამოვიწვიო განცდა მეთოდის ხშირი გამოყენებისა და თავდაჯერებულობისა.
სამომავლოდ უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლებ გამოცდილ პედაგოგებთან.
   საბოოლო ჯამში , ჩატარებული გაკვეთილით კმაყოფილი ვარ, ვფიქრობ,მივაღწიე დასახულ მიზანს,გამოვლენილი ხარვეზების ანალიზი კი დამეხმარება უფრო სრულყოფილი გაკვეთილების დაგეგმვასა და ჩატარებაში.


No comments:

Post a Comment