საგანი მათემატიკა
|
კლასი მეოთხე
|
თემა: ერთნიშნა რიცხვის გამრავლება ნულებით
დაბოლოებულ რიცხვზე.
|
დრო 45 წთ
|
მოსწავლეთა პროფილი: 6
|
|
მიზანი: მოსწავლემ უნდა შეძლოს ძირითადი არითმეტიკული
ოპერაციების შესრულება რიცხვებზე.
შედეგი: ხსნის რიცხვის 10-ზე, 100-ზე, 1000-ზე
და ა.შ. გამრავლების და ნულებით დაბოლოებულ რიცხვების გამრავლების შემოკლებულ წესებს.
იყენებს მათ გამოთვლებისა და ამოცანების
შესრულებისას.
|
|
სტანდარტი: მოსწავლეს შეუძლია გამრავლება-გაყოფის
მოქმედებების შესრულების რომელიმე ხერხის გამოყენება.
|
|
საჭირო წინარე ცოდნა: გამრავლება 10-ის ფარგლებში, გამრავლების გადანაცვლებადობის თვისება, რიცხვის წარმოდგენა
ნამრავლის სახით, რიცხვის გამრავლება 10-ზე,100-ზე, 1000-ზე.
|
|
აქტივობა 1. წინარე ცოდნის გააქტიურება.
მიზანი: მოსწავლეები გაიხსენებენ ათამდე რიცხვების
გამრავლებას, გამრავლების თვისებებს (გადანაცვლებადობა), გამრავლების წარმოდგენა
ჯამის სახით, რიცხვის წარმოდგენას ორი რიცხვის ნამრავლის სახით. რიცხვის გამრავლება
10-ზე,100-ზე, 1000-ზე.
აღწერა: ფრონტალური კითხვების საშუალებით:
რა არის გამრავლება? გავიხსენოთ გამრავლების წევრები, რა მოხდება თანამამრავლების
ადგილების შეცვლით? 9 გავამრავლოთ 2-ზე, რას უდრის
3-სა
და 5-ის ნამრავლი, 6-ჯერ 4, 5-ჯერ 6 - როგორ ჩავწეროთ ჯამის სახით?
რიცხვი
300 წარმოადგინე ორი რიცხვის ნამრავლის სახით.
4000 წარმოადგინე ორი რიცხვის ნამრავლის სახით.
|
|
აქტივობა 2.ახალი მასალის გადაცემა. მინი ლექცია.
ვიდეოს ჩვენება (https://ka.khanacademy.org/math/cc-fourth-grade-math/cc-4th-mult-div-topic/modal/v/multiplying-1-digit-numbers-by-multiples-of-10).
მიზანი: მოსწავლეები გაეცნობიან როგორ გაამრავლონ
ერთნიშნა რიცხვი ნულებით დაბოლოებულ რიცხვზე.
აღწერა: მოსწავლეები აკვირდებიან დაფაზე დაწერილ
მაგალითებს 3×20 3×200
3×2000 და არკვევენ მათ შორის მსგავსება-განსხვავებას. ამის შემდეგ მოსწავლეები
ყურადღებით მოუსმენენ ვიდეოს. ვიდეოს საშუალებით მოსწავლეები გაეცნობიან გამრავლების
კიდევ ახალ შემთხვევას ერთნიშნა რიცხვის გამრავლებას ნულებით დაბოლოებულ რიცხვზე.
|
|
აქტივობა 3.ინფორმაციის ორგანიზება. მუშაობა წყვილებში.
მიზანი: მიღებული ინფორმაციის განმტკიცება.
აღწერა: მოსწავლეებს დაურიგდებათ
ქსეროასლები და მუშაობენ წყვილებში. პირველ წყვილს მიეცემა ათეულზე, მეორე წყვილს ასეულზე, მესამე წყვილს ათასეულზე გამრავლების
მაგალითები. ამოხსნიან და გააკეთებენ პრეზენტაციას. გამოაქვთ დასკვნები, რომ გავამრავლოთ
ადვილი ხერხით, რიცხვი ჯერ უნდა დავშალოთ ჩვენთვის ხელსაყრელ მამრავლებად და შემდეგ
გავამრავლოთ მოცემულ რიცხვზე.
|
|
აქტივობა
4.პრაქტიკული სამუშაო.
შემაჯამებელი: კომპიუტერში მუშაობა ელექტრონული ტესტი.
შეფასება: განმავითარებელი.
|
სავარჯიშო პირველი წყვილისათვის
1.
გამრავლება წარმოადგინე
ჯამის სახით
3×40
60×2
90×5
2.
რიცხვი ჩავწეროთ ორი რიცხვის
ნამრავლის სახით
60=
70= 90=
3.
მეორე თანამამრავლი
წარმოადგინე ნამრავლის სახით და ისე შეასრულე
გამრავლება:
6×70 8×50 9 ×40
4.
ამოცანა. ერთი ფუნთუშა
იწონის 20 გ. რამდენი გრამი იქნება 4 ფუნთუშა?
5.
სხვადასხვა ფერით
გააფერადე სამ-სამი რიცხვი, რომელთა მეშვეობით შეიძლება გამრავლებაზე სავარჯიშოების შედგენა. შეეცადე, შეადგინო რაც შეიძლება მეტი ნამრავლი.
60
|
10
|
6
|
70
|
8
|
4
|
9
|
50
|
7
|
560
|
240
|
90
|
300
|
490
|
240
|
30
|
5
|
150
|
8
|
3
|
---------------- ---------------------
----------------- ---------------------
----------------- ---------------------
----------------- --------------------
----------------- ---------------------
სავარჯიშოები მეორე
წყვილისათვის
1.
ნამრავლი
წარმოადგინე ჯამის სახით
4×600 3×200 2×700
4×600 3×200 2×700
2.
რიცხვი
წარმოადგინე ორი რიცხვის ნამრავლის სახით
300 800 500
3.
პირველი
თანამამრავლი წარმოადგინე ნამრავლის სახით და ისე გაამრავლე მოცემულ რიცხვზე
400×6
700×9
200×3
4. დიასახლისმა მარკეტში
შეიძინა 200გ ყველი, 4-ჯერ მეტი კარაქი. რამდენი გ კარაქი უყიდია დიასახლისს.
5. სხვსდასხვა ფერით
გააფერადე სამ-სამი რიცხვი, რომელთა მეშვეობით შეიძლება გამრავლებაზე სავარჯიშოების შედგენა. შეეცადე, შეადგინო
რაც შეიძლება მეტი ნამრავლი.
800
|
4
|
3200
|
4900
|
700
|
3
|
400
|
1200
|
7
|
5
|
2400
|
1600
|
2100
|
300
|
3500
|
9
|
200
|
1800
|
1
|
300
|
--------------- ------------------
---------------- ---------------- ---------------- -----------------
----------------- ---------------
----------------- -------------
სავარჯიშო მესემე წყვილისათვის
1. ნამრავლი წარმოადგინე ჯამის სახით:
4000×3
6000×5
7000×2
2. რიცხვი წარმოადგინე ორი რიცხვის ნამრავლის
სახით:
6000
9000 5000
3. მეორე თანამამრავლი წარმოადგინე ორი
რიცხვის ნამრავლის სახით სა ისე გაამრავლე მოცემულ რიცხვზე
4×4000
8×2000
6×9000
4. ამოცანა. ქარხანამ გამოუშვა 3000 საბავშვო
მაისური. მამაკაცისა კი 2-ჯერ მეტი. რამდენი მამაკაცის მაისური გამოუშვია ქარხანას?
5. სხვადასხვა ფერით გააფერადე სამ-სამი
რიცხვი, რომელთა მეშვეობით შეიძლება გამრავლებაზე სავარჯიშოების შედგენა. შეეცადე,
შეადგინო რაც შეიძლება მეტი ნამრავლი.
7000
|
8
|
56000
|
4000
|
9
|
5
|
2000
|
10000
|
4
|
36000
|
35000
|
16000
|
5000
|
16000
|
6
|
6000
|
12000
|
2
|
8000
|
6000
|
-------------------------------------------
--------------------------------------------
----------------------------------------
--------------------------------------------
------------------------------------------
--------------------------------------------
------------------------------------------
----------------------------------------------
--------------------------------------------
--------------------------------------------
შეფასების
რუბრიკა
ინდიკატორი
|
დაბალი
|
საშუალო
|
მაღალი
|
10-ზე,
100-ზე და 1000-ზე გამრავლება და მისი გამოყენება გამოსახულებისა და ამოცანების ამოხსნისას.
|
მოსწავლე
ცდილობს და დახმარებით ნაწილობრივ ახერხებს გამრავლებასა და ამოცანებზე მუშაობას.
|
მოსწავლე
დამოუკიდებლად მუშაობს გამრავლებასა და ამოცანებზე, მაგრამ სრულყოფილად ვერ ახერხებს.
|
მოსწავლე
დამოუკიდებლად სრულყოფილად ახერხებს გამრავლების შესრულებას და ამოცანების ამოხსნას.
|
რიცხვის
წარმოდგენა ორი რიცხვის ნამრავლის სახით.
|
მოსწავლე
ცდილობს რიცხვი წარმოადგინოს ორი რიცხვის ნამრავლის სახით. მაგრამ ვერ ახერხებს.
|
მოსწავლე
დამოუკიდებლად ახერხებს რიცხვის წარმოდგენას ორი რიცხვის ნამრავლის სახით, მაგრამ
სრულყოფილად ვერ ახერხებს.
|
მოსწავლე
დამოუკიდებლად სრულყოფილად ახერხებს რიცხვის წარმოდგენას ორი რიცხვის ნამრავლის სახით.
|
ერთნიშნა
რიცხვის ნულებით დაბოლოებულ რიცხვებზე გამრავლება
|
მოსწავლე
ცდილობს ერთნიშნა რიცხვი გაამრავლოს ნულებით დამთავრებულ რიცხვზე, მაგრამ ვერ ახერხებს.
|
მოსწავლე
დამოუკიდებლად ასრულებს ერთნიშნა რიცხვის გამრავლებას ნულებით დამთავრებულ რიცხვებზე,
მაგრამ სრულყოფილად ვერ ახერხებს.
|
მოსწავლე
დამოუკიდებლად
სრულყოფილად
ახერხებს ერთნიშნა რიცხვის გამრავლებას ნულებით დამთავრებულ რიცხვებზე.
|
No comments:
Post a Comment